თამარ ჟვანია: 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დიალოგი არსებობდეს

2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსი არსებობდეს, – ამის შესახებ “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხია.

“ზოგადად საარჩევნო სისტემა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხი და ცესკო, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო წესით მის უზრუნველყოფას ახორციელებს, როგორიც არ უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევალთ, ეს არის ძალიან პოლიტიკური საკითხი. რაც შეეხება გარემოს და პროცესს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ცესკო-ს ხელმძღვანელმა უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური საარჩევნო გარემო და მშვიდობიანი საარჩევნო ვითარება არჩევნების კარგად წარმართვისთვის. იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც შექმნის ისეთ გარემოს ამომრჩევლებისთვის, რომ ამომრჩეველმა შეძლოს თავისუფლად, დაძაბული გარემოს გარეშე არჩევანის გამოხატვა”, – განმარტა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები