ახალქალაქელი სპორტსმენი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
არტიომ ქამალიანი, 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის, კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონია. 16 წლის ახალქალაქელმა სპორტსმენმა 77 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა.K1-ის ღია მსოფლიო ჩემპიონატი 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, იტალიის ქალაქ მილანში გაიმართა. მასში 48 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეჯიბრებაში საქართველოდან 16 სპორტსმენი ჩაერთო, აქედან სამი, მათ შორის არტიომ ქამალიანი, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის წევრია.
მწვრთელის, სერჟიკ ტონაკანიანის თქმით, ეს არტიომის პირველი სერიოზული გამარჯვებაა.