სტოლტენბერგი ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსი დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა

ბერლინიდან რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა, პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა მოსკოვთან არსებულ რთულ ვითარებებთან გამკლავება.

„რუსეთთან დიალოგის მომხრე ვართ, იმიტომ რომ ის ჩვენი უახლოესი დიდი მეზობელია. უნდა ვეცადოთ ურთიერთობის გაუმჯობესება. მაგრამ, თუ უახლოეს დროში ვერ ვახერხებთ ურთიერთობის გაუმჯობესებას, რთულ ვითარებებთან გამკლავება უნდა შევძლოთ“,-განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

მისი თქმით, „ინციდენტების ასარიდებლად საჭიროა პროგნოზირებადობა და გამჭვირვალობა, რომ მათ კონტროლი არ დაკარგონ და რეალურად საშიში ვითარება არ გამოიწვიონ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები