ერდოღანის მუქარის მიუხედავად, ნატომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ახალი თავდაცვითი გეგმა დაამტკიცა
ნატოს ქვეყნებმა ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის განახლებული თავდაცვითი გეგმის დამტკიცება შეძლეს.
ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გეგმები, რომლებიც შეეხება ალიანსის წევრების დაცვას, პერიოდულად გადაიხედება და განახლდება. დღეს, ჩვენ, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის განახლებულ თავდაცვით გეგმას დავუჭირეთ მხარი. მივესალმები ამას. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენ წინსვლა შეგვიძლია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ლონდონის სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ახალ თავდაცვით გეგმას მხარს არ დაუჭერს, თუ ბლოკი არ აღიარებს ტერორისტებად „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრებს.