ანრი ოხანაშვილი: მათ ყველა ქმედებაში რეალური მიზანი, ხელისუფლების დამხობა იკვეთება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათ ყველა ქმედებაში მათი რეალური მიზანი, ხელისუფლების დამხობა იკვეთება.

“ეს არის თანმიმდევრული მოქმედება გამოხატული განცხადებებში და მოწოდებებში, სახელმწიფო უწყებებზე იერიშის მიტანისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ. ყველა მათ ქმედებაში მათი რეალური მიზანი იკვეთება- ხელისუფლების დამხობა. დღესაც მათი ერთადერთი მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და ქართულ ეკლესიას ებრძვიან. ეს არის მათი მთავარი ამოცანა”, – განმარტა ოხანაშვილმა.

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, “ხელისუფლებას ვაფრთხილებ ღმერთმა დაგვიფაროს ამ გაწევ-გამოწევაში და ამ ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას. ფრთხილად იყავით ბიძინა და პოლიციელებო, ვინმე არ შემოაგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას. ტყავში დაეტიეთ პოლიციელები, აღარ გიჩლიქავთ ენას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები