ხანგოშვილის მკვლელობის გამო, გერმანიამ რუსი დიპლომატები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ კანცლერმა, ანგელა მერკელმა, შესაძლოა, რუსეთს დიპლომატიური, ან სხვა სახის სანქციები დაუწესოს, თუ დადასტურდა, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოა გარეული.
საკითხის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი გერმანული მედიის მიერ არის „გაბერილი“, რადგან მსგავსი „ვერ იარსებებს, რა კავშირი უნდა ჰქონდეს რუსეთის მთავრობას?“.