ბორჯომის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ნოემბერში 413 ბენეფიციარი დააფინანსა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 133 907 ლარის დაფინანსება გასცა.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 413 ბენეფიციარს. 89 000 ლარი 141 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი, 85 ბენეფიციარი 15 296 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.