პესკოვი გერმანულ მედიას პასუხობს და ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ვერ ხედავს

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უსაფუძვლო უწოდა ეჭვს იმის შესახებ, რომ მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან, შესაძლოა, რაიმე კავშირი ჰქონდეს.

„ამ ვითარებაში ეჭვი არ არსებობს და ვერც იქნება. რა კავშირია რუსეთის ხელისუფლებასთან? სრულიად უსაფუძვლო მოსაზრებებია“, – აღნიშნა პესკოვმა.

გარდა ამისა, პესკოვმა ეჭვი გამოთქვა იმის გამო, რომ შესაძლოა,  აღნიშნულმა თემამ 9 დეკემბერს პარიზში, ვლადიმირ პუტინისა და ანგელა მერკელის შეხვედრა გააფუჭოს, ან „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრის ატმოსფეროს ზიანი მიაყენოს.

„ეს თემა გერმანული მედიით არის ზედმეტად აჟიტირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე ზუსტად ასეა“,- განმარტა პესკოვმა.

WSJ-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გერმანიამ რუსეთს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს, თუ დამტკიცდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირი, რუსეთის ხელისუფლებას აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები