გუბაზ სანიკიძე: ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას
ხელისუფლებას ვაფრთხილებ ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას,- ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
“ხელისუფლებას ვაფრთხილებ ღმერთმა დაგვიფაროს ამ გაწევ-გამოწევაში და ამ ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას. ფრთხილად იყავით ბიძინა და პოლიციელებო, ვინმე არ შემოაგაკვდეთ, თორემ სახელით და გვარით მოგაკითხავთ ყველას. ტყავში დაეტიეთ პოლიციელები, აღარ გიჩლიქავთ ენას”, – განაცხადა სანიკიძემ.