ახალციხის სოფლებში ცხრა ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 753 597 ლარია გამოყოფილი.
ამბულატორიების მშენებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ახალი ამბულატორიები შენდება სოფლებში: აგარაში, კლდეში, თისელში, ურაველში, ხეოთში, ღრელში, საძელში და პატარა პამაჯში. სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხის მერიის განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 მოქმედი ამბულატორიაა, სადაც მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობს.
“დანარჩენ სოფლებში, სადაც არ არის ამბულატორიები, ან სარეაბილიტაციოა, მიმდინარეობს საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება“, – აცხადებენ ახალციხის მერიაში.