ეკა ბესელია: არასამთავრობოების მისამართით მსგავსი განცხადებები ძალიან საზიანოა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამერიკული არასამთავრობოების კრიტიკას ქვეყნისთვის დამაზიანებელი უწოდა.

“ძალიან საზიანოა მსგავსი განცხადებები. გამოუცხადო ომი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ არამხოლოდ კვლევას, როგორია პოლიტიკური სურათი ქვეყანაში, არამედ ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ჩაიხედო სარკეში, არ მოგეწონოს საკუთარი თავი და დაიწყო ამ სარკის დაზიანება, ეს არ არის ის გზა, რომელიც შეიძლება იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ “თუკი რაღაც დროში ვერ მოხერხდა რეაქციის მიღება იმაზე, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ – მე არ გამოვრიცხავ რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში”.

თემას “IRI”-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან ივანიშვილთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში “IRI” და სხვა მსგავსი ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები