“ექსპო ჯორჯიაში“ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში“ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა გახსნა.
დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ასეთი სახის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ხელს უწყობს ენერგეტიკაში კონკრეტული მხარდამჭერი მექანიზმების ჩამოყალიბებას ყველა მიმართულებით, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიების ათვისება-გამოყენების კუთხით.
“ძირითადად ვისაუბრებთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც არის ჩვენს რეგიონში ენერგეტიკული კუთხით, კონკრეტულად საქართველოში. პირველ რიგში, საუბარია ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნაზე, გენერაციის გამოწვევებზე, საუბარია იმ ობიქეტებზე, რომლებიც მომავალი 2-3 წლის განმავლობაში უნდა განხოირციელდეს,”- განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
ღონისძიების დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებმა ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენის (Elcomm Caucasus 2019) ფარგლებში წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს.