დავით ზალკალიანი: 2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში

“2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში”, – განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში გამართულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში იმყოფება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში. ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატოსთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. 2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა. მე მინდა რამდენიმე ძირითადი მიმართულება შეგახსენოთ. თუნდაც თავდაცვის კომიტეტის და ნატო-საქართველოს კომისიის, საბჭოს ვიზიტი საქართველოში. ასევე ის წვრთნები, რომელიც ნატოს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატოს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა. ეს არის ასახული ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებებში, შესაბამის განცხადებებში”, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები