ფიქრია ჩიხრაძე: ბურჯანაძე ბევრჯერ ყოფილა მოსკოვში, ჩვენ მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს
“ქალბატონი ბურჯანაძე ბევრჯერ ყოფილა, მოსკოვში. ჩვენ მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს”, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა „პირველთან” საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტების გაერთიანების მთავარი მიზეზი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაა და ისინი ერთმანეთს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ უთანხმებენ. ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, ბევრ სტრატეგიულ საკითხში სრული აცდენა აქვს:
“ქალბატონი ბურჯანაძე ბევრჯერ ყოფილა, მოსკოვში. ეს მისი პირველი ვიზიტი არ არის. ჩვენ რამე სხვა არ გვაერთიანებს თუ არა მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებში ამომრჩველმა გადაწყვიტოს, ვის პრორუსულობა მოსწონს, ვის პროდასავლურობა და ვის, ვისი ეკონომიკური ხედვები. ვერაფერს გეტყვით მისი ვიზიტის შესახებ. ჩვენ, პოლიტიკურ დღის წესრიგს ერთმანეთს არ ვუთანხმებთ. გარდა პროპორციული არჩევნების მოთხოვნისა, ერთმანეთთაბნ სხვა არაფერი გვაერთიანებს. პირიქით, ბევრ პოლიტიკურ ძალასთან ბევრ სტრატეგიულ საკითხში სრული აცდენა გვაქვს. მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ცნობისთვის, დღეს „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, მისი ვიზიტი მოსკოვში ერთი თვის წინ დაიგეგმა. ბურჯანაძე პოლიტიკური წრეებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.