ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობა” შერეულ საარჩევნო სისტემის მოდელს ათეული წელი იცავდა

“ნაციონალური მოძრაობა” დღეს რომ თავგამოდებით ამბობს, რომ თურმე ეს მოდელი არის სწორი, არსებობს საარქივო მასალა მედიაში, ნახეთ და საზოგადოებას გავაცნოთ, ეს ხალხი როგორ თავგამოდებით იცავდა შერეულ საარჩევნო სისტემას მაშინ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ გერმანულ მოდელზე საუბრისას აღნიშნა, რომ გერმანული მოდელი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

“მოდელი, რომელსაც სახელებს უცვლიან, რეალურად არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და შესაბამისად, ამ პროპორციულ საარჩევნო სისტემას რა სახელიც არ უნდა დაარქვან, არის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.

მე, მიუხედავად იმისა, რომ მხარი დავუჭირე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მიმაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა უფრო უკეთესი, მე ვარ თანმიმდევრული. დღესაც რომ მქონდეს ამის შესაძლებლობა, იგივე პოზიციას დავაფიქსირებ. თუმცა, ეს ადამიანები, რომლებიც დღეს საზოგადოებას თავს ახვევენ და ცდილობენ, შექმნან განცდა, რომ თურმე ეს მოდელი, რომელიც დღეს არსებობს, არის ცუდი და თურმე პროპორციულია უკეთესი, ეს ადამიანები იყვნენ, ვინც დღეს გამოდიან და ამ მოდელს აკრიტიკებენ, ვინც თავის დროზე, მთელი ამ ათეული წლის განმავლობაში იცავდნენ იმას, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არის სწორი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები