მცხეთის მერი: ჩხუბის სახით არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, არ ვიყავით მაგისთვის ჩვენ განწყობილი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი კაპანაძის თქმით, დღეს მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქცია ტელევიზიით დაანონსდა და ხალხი თავად მოვიდა “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად.

მისივე განცხადებით, საკრებულოს წარმომადგენლები გუშინაც ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას.

„დღევანდელ აქციაზე ახლა ზოგი არის საჯარო მოხელე, ზოგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ეს აქცია დააანონსეს ტელევიზიით, გაიგო ხალხმა და მოვიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშომლები გუშინაც ვცდილობდით ყველანაირად, რომ დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ “მთავარმა არხმა”, “ფორმულამ”, “ტვ პირველმა” სულ სხვანაირად გააშუქეს, მოხდა არასასიამოვნო ფაქტი ჩხუბის სახით, არ ვიყავით მაგისთვის ჩვენ განწყობილი.
აქცია დაიწყო გუშინდელი დღიდან, გუშინ ყველა მოწოდებული იყო პროვოკაციისთვის, აეტეხათ ჩხუბი. დაფიქსირდა არასასიამოვნო ჩხუბი. ყველანაირად ვეცადე, დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი, რომ ხუნდაძე არ იმყოფება ადგილზე, მიბრძანდით. შალვა ნათელაშვილის შვილი იყო ყველაფრის სულისჩამდგმელი, სწორედ მაგიტომაც მოხდა პირველად მისი დაკავება, შემდგომ ვისთანაც მოუვიდა ჩხუბი“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები