მირიან ქათამაძე: “ნაცმოძრაობის” ერთადერთი ბრძოლის ხერხი საჯარო მოხელეებისთვის პროვოკაციის მოწყობაა

ქობულეთის მერიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მერის მირიან ქათამაძეს შორის შეხვედრა დასრულდა.

მისი თქმით,საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი მეთოდით შეჭრა და საჯარო მოხელეებზე პროვოკაციის მოწყობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წესია.

“საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საჯარო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება, ეს არის კანონით გათვალისწინებული წესი, ამ წესის უგულებელყოფა არის ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდაჭერების ცხოვრების წესი. ძალიან კარგად მესმის მათი გაღიზიანების მიზეზი, ისინი ქობულეთში თანდათან კარგავენ მხარდამჭერებს, ვერანაირ პოლიტიკურ წარმატებას ვერ აღწევენ. მათი ერთადერთი ბრძოლის ხერხია საჯარო მოხელეებს პროვოკაცია მოუწყონ, შევარდნენ კაბინეტებში. ისინი თვითონ ვერ გაერკვნენ, რას ითხოვენ”,-  განაცხადა მირიან ქათამაძემ.

თავის მხრივ, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ქობულეთის მერთან ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

“ქობულეთის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, სამუშაო ოთახში შევიდნენ ნებისმიერ დროს. მერს თმენის ვალდებულება აქვს და ვერ აცნობიერებს. იგივე მეთოდებით გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან კანონს არ ვარღვევთ”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ქობულეთის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მერის კაბინეტში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები