ტრამპი: არავის სჭირდება ნატო, ისე როგორც საფრანგეთს

აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ნატოს „ტვინის გათიშვასთან“დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება გააკრიტიკა.

როგორც ტრამპმა ლონდონში ნატოს სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, არავის სჭირდება ნატო ისე, როგორც საფრანგეთს.

„საფრანგეთი არც ისე კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, რთული ვითარება აქვთ. ეს ძალიან მკაცრი განცხადებაა, როდესაც ასეთი მდგომარეობა გაქვს. ნახეთ რა ხდება „ყვითელ ჟილეტებთან“ დაკავშირებით, არ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება. ეს უპატივცემულობის გამოვლინებაა. არავის სჭირდება ნატო, ისე როგორც საფრანგეთს, ნატო დიდ მიზანს ემსახურება. მსგავსი განცხადებები 28 ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია“, -განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები