აკაკი ასათიანი: გერმანული მოდელი სრულიად გაუგებარი რამეა

შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ორი გამოსავალია: ან პლებისციტი, ან მაჟორიტარების არჩევა მრავალმანდატიან ოლქებში, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა აკაკი ასათიანმა განაცხადა.

პოლიტიკოსმა იმ შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა.

„შეხვედრა შეთანხმებული იყო დიპლომატიურ კორპუსსა და პარლამენტს შორის. დადგინდა ასეთი ფორმატი დამირეკეს წინა საღამოს პარლამენტიდან.

მე წინააღმდეგობა ორივესთან მაქვს. ვთვლი, რომ დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როცა გადათქვა პროპორციულ არჩევნებზე გაცემული პირობა. არ ველოდი ამას. ჩემთვის ორივე მიღებელია, „ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“. „ოცნება“ თავიდან ნაკლებად მიუღებელი იყო, მაგრამ მიაღწია ამას.
მე ვთვლი, რომ გერმანული მოდელი სრულიად გაუგებარი რამეა. საარჩევნო კანონი უნდა იყოს რაც მთავარია ამომრჩევლისთვის გასაგები, მარტივი, თავისთავად სამართლიანი. ასეთი იქნებოდა პროპორციული სისტემა. ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლები ითხოვდნენ გერმანულ მოდელს ხელისუფლებისგან, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არაკონსტიტუციურია, ჩემი პოზიციაა, რომ გაუგებრი და უვარგისია. არაფერი გერმანული არ არის. მერე თავადაც თქვეს, რომ ქართულია გერმანულის გათვალსიწინებითო. რაღც მათემატიკურ ფორმულებს დებდნენ, ყოველ საარჩევნო უბანზე მათემატიკის ინსტიტუტი იქნება გასახსნელი იმისთვის, რომ ადამიანმა გამოთვალოს, რა გამოვიდა.

მე არ მომწონს ერთი რამ – ოპოზიცია წინასწარ წაგებისთვგის განწირულობას გამოხატავს – თუ მაჟორიტარული ნაწილი იქნება, ჩვენ დავმარცხდებითო, არადა ამ ქვეყანაში ოპოზიციამ ამ პრინციპით სამჯერ დაამარცხა ხელისუფლება. ასეთი განწირულობის დანერგვა მოსახლეობაში დიდი შეცდომაა. მგონია, რომ ხელისუფლება ამ კანონითაც წააგებს, თუ ასე გააგრძელებს და ხალხს რაღაცა პოზიტიურს არ შესთავაზებს. მას აქვს გაუცხოება მოსახლეობასთან. არც იმათ აქვთ დაახლოება – ნახავთ, რომ აქციები, ძირითადად, აქტივისტების ხარჯზეა . მე არ ვარ მათი პარტიების აქტივისტი ,“ნაციონალების“ კარნახით მოქმედებას, როგორც დანარჩენი ოპოზიცია იქცევა ,სულაც არ ვაპირებ. სწორად ვთვლიდი პროპორციულს და ვუჭერდი მხარს. პირველ შეკრებაზე მივედი და მივხდი, პროპორციულის მოთხოვნას კი არ აპირებენ, არამედ რაღაცა გაუგებრობის, ვთქვი, რომ ეს გაუგებრობაა. 6 საათი იყო ურთიერთმტკიცება, თავშივე ვთქვი, აქ არაფრი გამოვიდოდა და სხვა გამოსავალზე უნდა გვეფიქრა. მხარს ვუჭერ პლებისციტს. ეს სწორია, ვკითხოთ ხალხს, ორივე ძალა ლაპარაკობს ხალხის სახელით. პლებისციტი მოხსნის პრობლემებს, რა უნდა ხალხს, გვეცოდინება. თუ ეს არცერთს არ უნდა, არის ვარიანტი – კონსტიტუციურობაზე კამათი აღარ იქნება, თუ მაჟორიტარები არჩეულები იქნებიან მრავალმანდატიან ოლქებში . დაცული იქნება მაჟორიტარობის პრინციპი. შეხვედრაზე ვთქვი, რომ ეს არის ერთერთი გამოსავალი „- განაცხდა აკაკი ასათიანმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები