ბორჯომი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა

ბორჯომი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევ ასაკში ქორწინების თემაზე გაიმართა. ტრენინგს სამცხე-ჯავახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი სალომე ყულჯანიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. ქალთა ძალადობაზე პრეზენტაცია მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც გააკეთეს.
შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერზე პასუხისმგებელი პირის, ეკატერინე ბრონიკოვას ინიციატივით გაიმართა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები