სოფელ კარდენახში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარდენახში ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 34 წლის ლ.მ. საკუთარი სახლის ეზოში, ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სუიციდის მიზეზს ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ ასახელებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახში უთანხმოება არ შეუნიშნავთ.
შემთხვევა 30 ნოემბერს მოხდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სამართალდამცველები გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებენ.
“რეგიონული კვირა” დამტებით დეტალებს არკვევს.