კინოთეატრ “ამირანთან” აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ
კინოთეატრ “ამირანთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები თამარ შავგულიძის ფილმს “კომეტები” აპროტესტებენ.
ფილმი 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.
საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობის “ზნეობა დაიცავის” დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი იმყოფება, რომელიც მიიჩნევს, რომ ფილმი არის ღმერთის, ქალის და დედის შეურაცხყოფა.
“აქ ვდგევართ მშვიდად, ეს არის სიბინძურე, ქალის, დედის, ღმერთის შეურაცხყოფა. ეს არის მიზანმიმართული, ყოველ ნაბიჯზე ხდება და დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
თამარ შავგულიძის კინონამუშევარი ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულს აღწერს და მასში მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.