აჭარის ტაეკვანდოს ნაკრები საქართველოს ჩემპიონი გახდა
6 მედალი, მათ შორის 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – აჭარის ტაეკვანდოს ნაკრებმა, საქართველოს ჩემპიონატზე, პირველი ადგილი მოიპოვა.
ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული, 63 კგ წონით კატეგორიაში, ზურაბ კინწურაშვილი გახდა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2019-ის საუკეთესო მწვრთნელად კი, აკაკი ცენტერაძე დასახელდა.
გათამაშება A და B კატეგორიად გაიმართა, რომელშიც 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.