სენაკში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება
სენაკში, ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად დაიწვა. სახანძრო სამაშველო ბრიგადამ ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხა. როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში ” რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ხანძრით დაზარალებულ ოჯახს მერია პირველ ეტაპზე 800 ლარის ოდენობით ერთჯერადად დაეხმარება, ხოლო ზარალის ოდენობის დადგენის შემთხვევაში პროგრამით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის დახმარებით უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.