ლევან დავითაშვილი აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობას გაეცნო. აჭარაში წელს 55 000 ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, აქედან სხვადასხვა ქვეყნებში 70%-მდე ციტრუსი იქნება ექსპორტირებული.
,,აჭარის და გურიის მოსახლეობა მეტწილად დამოკიდებულია მანდარინის შემოსავალზე, შესაბამისად აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. ჩვენ ვიმყოფებით საკოორდინაციო შტაბში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს. ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოორდინაციას უწევს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები, რაც უკავშირდება მანდარინის ხარისხს, შარშან ძირითადი პრობლემები უკავშირდებოდა სწორედ ხარისხს, წელს კი უხარისხო პროდუქტი თითქმის არ არის ეს კი პირდაპირ კავშირშია ფასებთან. ჩვენ ვხედავთ რომ მანდარინის ფასი აღემატება შარშანდელთან შედარებით საექსპორტო ფასებს. ჩაბარების ფასი მინიმუმ 60 თეთრია, გადარჩევის გარეშე, რაც ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი შემოსავალი დაკავშირებულია ფასებზე. ძირითადად პრობლემა იყო არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ იმდენად დიდია ხარისხი არასტანდარტულ მანდარინზე, ზეწოლა თითქმის არ არის. მანდარინი იყიდება სასურსათო მოხმარებისთვის. მიუხედავად ამისა აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებას სუფსიდიების ელემენტები გათვალისწინებული აქვს. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა ციტრუსის სამრეწველო გადამუშავება, ჩვენ გარკვეული ფინანსური პრევენციით ისე მოვიმოქმედებთ, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნება“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება მანდარინის ექსპორტს, მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე დაინტერესებულ ქვეყანასთან არის ხელშეკრულება გაფორმებული და ამ ქვეყნებში მალე ციტრუსის ექსპორტირებაც მოხდება.
,,ჩვენ გვაქვს ახალი ბაზრების კუთხით გამოწვევა დაემატა რამდენიმე ახალი ბაზარი უკრაინისა და რუსეთის გარდა შუა აზიაშია მოთხოვნა გაზრდილია, ასევე დაინტერესება არის ბელორუსიდან, პოლონეთიდან, ლიეტვუადან, კარტარიდან და სინგაპურიდან. ჩვენი ბაზრების გეოგრაფია იზრდება მანდარინის კულტურასთან დაკავშირები“- დასძინა ლევან დავითაშვილმა.
წლევანდელ მოსავალზე ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ყველა უწყება იმუშავებს იმისთვის, რომ ფერმერმა მოსავლის რეალიზება ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს.
,,ციტრუსთან დაკავშირებით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გარდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, ჩართული არის სახელმწიფო უწყებები. წელს საკმაოდ წარმატებული რთველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულად მუშაობდეს, რომ ყველა ფერმერმა შეძლოს მოსავალის რეალიზება ასევე არ უნდა მოხდეს შეფერხებები არასტანდარტული მანდარინის მიღებისას“-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის განცხადებით, წელს ციტრუსზე გაზრდილია მოთხოვნა, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც.
,,წელს ველოდებით 55 000 ტონა მანდარინს. დაახლოებით 70 % იქნება საექსპორტოდ გამზადებული. ექსპორტზე უკვე 800 ტონამდე მანდარინია გატანილი. რამოდენიმე ქვეყანას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ელოდება მწარმოებლებიდან ციტრუსის გაგზავნას, მოთხოვნა გაზრდილია, გაზრდილია ფასებიც. იანვრის თვეში ძირითადი ნაწილი ექსპორტირებული იქნება“,- განაცხადა ტიტე აროშიძემ.