ბორჯომის მერიამ რეკრეაციული ზონებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები შეიძინა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ბორჯომში არსებული რეკრეაციული ზონებისათვის მულტიფუნქციური, მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები შეიძინა.

დღეიდან ადგილობივებსა და ქალაქის სტუმრებს ყველაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება და მობილური ტელეფონისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების დატენვა ქუჩაში უფასოფ შეეძლებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ Wi-Fi მიმდებარე ტერიტორიას 30 მეტრ რადიუსზე დაფარავს.

სკამები, რომელიც მერიამ შეიძინა ეკოლოგიურად სუფთაა და ღამის საათებში კონსტრუქცია განათების ფუნქციას შეასრულებს.

პირველ ეტაპზე სკამები მტკვირს მარცხენა სანაპიროზე, სკვერში 2 ლოკაციაზე, ასევე მუსიკალური სკოლისა და  მტრედის ხიდის მიმდებარე სკვერებში დამონტაჟდა.

მუნიციპალიტეტი ეკოდამტენი სკამების განთავსებას მთელი ბორჯომის მასშტაბით გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები