აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი,- ამის შესახებ ინფორმაციას “ენ-ბი-სი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ახალი დაკოტას შტატში მოხდა. კატასტროფის დროს ბორტზე სულ 12 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საჰაერო ხომალდი აიდაჰოში მიფრინავდა. მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ცუდი მეტეოროლოგიური პირობები განიხილება.
ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ის საავიაციო სამმართველოს განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესწავლა დაწყებულია.