გრიგოლ ვაშაძე: მმართველ გუნდთან შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დამთავრდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, უშედეგოდ დასრულდა.
„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი – მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ან ე.წ.ხელისუფლება არ წამოვიდოდა.
​მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი –  აბსოლუტურდ არაფრისთვის მზად არ იყვნენ. არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე – კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და, რომელზეც გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე – ჩვენ დავადასტურეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ სამწუხაროდ, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. თუ იქნება მეორე რაუნდი, ჩვენ დავადასტურეთ, რომ დავესწრებით, არ მივცემთ არასოდეს ე.წ. „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები