სუს-ი: აქტივისტების განცხადებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ოჯახზე კანონო თვალთვალი ხორციელდებოდა უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობაა

​სუს-ი  კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების​ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე თითქოსდა უკანონო თვალთვალს ეხება. მათი განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას.​
“​გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე კანონო თვალთვალი ხორციელდებოდა. აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო სამსახურის მისამართით გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებულია”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც დღეს სუს-თან გამართულ აქციას უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები