ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი საჭეს მართავდა. შემთხვევა ახალქალაქი–ვაჩიანის გზაზე დღეს საღამოს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მოსწავლეები მანქანით ცენტრალური გზიდან მინდორში გადავარდნენ და ამოტრიალდნენ.
დაშავებულები ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე შსს–მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.