ბორჯომის ორ სოფელს ახალი სპორტული მოედანი შეემატება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცემსა და ჭობისხევში ახალი სპორტული მოედანი კეთდება.

სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს.

სოფელ ცემში სამუშაოები ახლადგახსნილი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, სოფელ ჭობისხევში კი მოედანი საჯარო სკოლის ეზოში ეწყობა.

აღსანიშნავია, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 13 სპორტული მოედანი უკვე მოეწყო, მათგან სამუშაოები ქალაქ ბორჯომში ორ მისამართზე, სამივე დაბაში და 8 სოფელში ჩატარდა. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები