ლუიზა ვინტონი: მიმაჩნია, რომ დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ხვალინდელ შეხვედრას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

“ეს ძალიან დადებითი განვითარებაა ამ მოვლენების, წინ გადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს. ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ველოდებით ამ შეხვედრის დადებით შედეგებს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები