ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე – მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს დეტალებს
ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება.
“ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, თუმცა ალბათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება. ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე გავახმოვანეთ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრის გამოხატულება უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – აღნიშნა ელჩმა.