რუსთავში 10 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, XVII მიკრორაიონში, #5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 10 წლის ბიჭს დაეჯახა.

ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო ეკიპაჟი. არასრულწლოვანი გადაყვანილია “კლინიკა რუსთავში”.

ექიმების თქმით, ბავშვს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები . ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები