თამარ მახარობლიძე: დემოკრატიის პრინციპზე მიუთითებს, ჩაგდებული ინიციატივაც, რომელმაც დაგვანახა, რომ გუნდი არ იმართება ერთპიროვნულად

“ძალიან კარგი ინტერვიუ შედგა. მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან საუბარი, კითხვებზე პასუხის გაცემა და ვრცელი ანალიზი მიმდინარე მოვლენებზე. გადაცემის სტუმარმა გაიხსენა და შეაფასა განვლილი გზა: ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მას დახვდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს, დღეს არსებული რეალობა, დაგეგმილი რეფორმები და ე.წ. კვლევები, რომლებიც აცდენილია სინამდვილეს”,- ამის შესახებ იურისტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შედგა.
“მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან საუბარი, კითხვებზე პასუხის გაცემა და ვრცელი ანალიზი მიმდინარე მოვლენებზე. გადაცემის სტუმარმა გაიხსენა და შეაფასა განვლილი გზა: ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მას დახვდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს, დღეს არსებული რეალობა, დაგეგმილი რეფორმები და ე.წ. კვლევები, რომლებიც აცდენილია სინამდვილეს. კვლევა, რომელიც წინასწარ არსებულ, არასწორ მონაცემთა ბაზას ეყრდნობა, ბუნებრივია, თავიდანვე განწირულია არაობიექტური შედეგისთვის.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დღეს საქართველოში მაღალ დონეზეა დაცული, ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. საპოლიციო ღონისძიებები მხოლოდ კანონის დარღვევის შემთხვევაში ხორციელდება სრული სტანდარტების დაცვით. დემოკრატიის პრინციპზე მიუთითებს, ასევე, ჩაგდებული ინიციატივაც, რომელმაც დაგვანახა, რომ გუნდი არ იმართება ერთპიროვნულად და ყველა წევრი საკუთარი შეხედულებებით მოქმედებს.
თუმცა, ვერანაირ პრინციპზე თუ ლოგიკაზე მიგვანიშნებს ოპოზიციის ქმედებები. მათ იციან, რომ ხელისუფლებაში ვერცერთი საარჩევნო სისტემით ვერ დაბრუნდებიან. უსამართლოს ეძახიან იმას, რასაც სამართლიანად თვლიდნენ მათი მმართველობის პერიოდში. ნათელია, რომ საარჩევნო სისტემა არც მაშინ და არც ახლა არადემოკრატიული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებული არჩევნების პრობლემა მმართველობის ძალადობრივი ბუნება იყო, რაც ამჟამინდელ რეალობაში გამორიცხულია. ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებია მხოლოდ დაბრალება, სიცრუე, სტაბილიზაციის მოშლა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებიც კი. მათი მოთხოვნების შესრულება წინასწარვე შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან, სულ მცირე სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა, მოთხოვნის მიზანიც ხომ მხოლოდ ხელოვნური დაძაბულობის შექმნაა”,-წერს იურისტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები