ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” თუ არ იქნება წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში ეს ქართული დემოკრატიისთვის იდეალური იქნება
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” ორი დეპუტატის მიერ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დატოვებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის” და მისი თითოეული განშტოების ყოველი ნაბიჯი არის გამოხატულება იმ კრიზისის რაშიც “ნაციონალური მოძრაობა” არის ჩავარდნილი.
“ნაციონალური მოძრაობის” და მისი თითოეული განშტოების ყოველი ნაბიჯი არის გამოხატულება იმ კრიზისის რაშიც “ნაციონალური მოძრაობა” არის ჩავარდნილი. თუნდაც ეს გადაწვეტილება თანამდებობებთან დაკავშირებით, ისინი არიან კრიზისში და ვერ პოულობენ გამოსავალს. საბოლოო ჯამში, ალბათ მოუწევთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. რეალურად ვხედავთ, რომ არა მხოლოდ მათი ეს დესტრუქციული ქმედებები არის მილევად რეჟიმში. ზოგადად “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა არის მილევადი რეჟიმში. თუ არა იქნება “ნაცმოძრაობა” წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში ეს იქნება იდეალური ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის”, – განმარტა კობახიძემ.
“ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა, საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტი დატოვეს. შესაბამისი განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს.