სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ქართული ანბანის დიზაინის ავტორს რუსთავში უმასპინძლეს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველი 19 წლის კალიგრაფს, ნიკოლოზ ღუნაშვილს უმასპინძლეს. ღუნაშვილმა სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ქართული ანბანის დიზაინი შექმნა.
როგორც ღუნაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნავს, რუსთავის მერიისგან უკვე მიიღო სტაჟირების შესახებ, შეთავაზება და ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
“სამომავლოდ ვაგრძელებ კალიგრააფიაზე მუშაობას. ასევე ქალაქის მერს აქვს რამდენიმე შემოთავაზება და, რა თქმა უნდა, დავთანხმდები”,- ამბობს ნიკოლოზ ღუნაშვილი.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა , შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერიმა ირაკლი ტაბაღუამ ნიკოლოზ ღუნაშვილის სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.