ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი 200 “ნაციონალის” დასაბლოკი არ არის

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით საქართველოს პარლამენტი 200 “ნაციონალის” დასაბლოკი არ არის.

“სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. ბუნებრივია 200 “ნაციონალის” დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის, შესაბამისად, სამართალდამცველი ორგანოები შესაბამის ზომებს იღებენ. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტის მუშაობა და ბუნებრივი ასე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვახსოვს, როგორ იყო პრაქტიკა 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა უსასტიკესი დარბევა მიტინგების. ეს პრაქტიკა აღკვეთილია საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, რაც მისასალმებელია. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ის პრაქტიკა, რომელიც თავის დროზე იყო ჩამოყალიბებული დემონსტრანტების მიმართ”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები