ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობდა, რომ გუნდი დაეშალა

“ოპოზიციას უნდოდა ან გუნდი დაეშალათ მთლიანად, ან დაეშალათ ნაწილობრივ, როგორც მოხდა ახლა”, – ამის შესახებ პარტია”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემაში “SWOT ანალიზი” განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დამოკიდებულება არ შეიცვალა მიმდინარე პროცესების მიმართ, პირიქით გააღრმავეს შეურაცხყოფა.

“დისციპლინარულად მაჟორიტარებს აღარ აქვთ პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და მოხდა ისე, როგორც მოხდა, ასე განვითარდა მოვლენები. “ნაციონალურ მოძრაობას” ქცევები ოდნავაც არ შეუცვლია სამი თვე ქუჩიდან ვერ გავიდნენ, პირიქით გააღრმავეს ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, პლენარულ სხდომაზეც ეს მოხდა. მე ვფიქრობ, რომ მათ ეს არ აწყობდათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები