გური სულთანიშვილი: არასამთავრობოების ფუნქციონირების მექანიზმი მიშიზმთან მყარად გადაჯაჭვულია
არასამთავრობოების ფუნქციონირების მექანიზმი ასეთია, მხოლოდ თავის “პლანში” ოპერირებენ და ეს არის ძალიან ახლოს, მყარად გადაჯაჭვული მიშიზმთან“, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა ტელეკომპანია,”იმედის“ თოქშოუ ,”არენას“ ეთერში განაცხადა.
“არასამთავრობოების ფუნქციონირების მექანიზმი ასეთია, მხოლოდ თავის “პლანში” ოპერირებენ და ეს არის ძალიან ახლოს, მყარად გადაჯაჭვული მიშიზმთან.
არასამთავრობოები, რომლებიც ქმნიან ალტერნატიულ რეალობას, იმიტომ, რომ სხვადასხვა კვლევების თანახმად, ისინი არ არიან ხალხის რეპრეზენტატორები, მარტივი მიზეზით, მათ ჰყავთ დონორი ორგანიზაციები, იქიდან იღებენ გრანტებს, შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და რეალური დღის წესრიგი განსხვავდება ერთმანეთისგან. მიშიზმთან იმიტომ არის გადაჯაჭვული, რომ პოლიტიკურად, ამის ინსტრუმენტალიზაცია გამოიყენა მიშამ და ამის შემდეგ დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებაში მიშიზმის, როგორც სტანდარტის შესვლა”, – აღნიშნა სულთანიშვილმა.