ჩეხეთი რუსეთს აგრესიულ ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ჩეხეთის ტერიტორიაზე მოქმედ სადაზვერვო სამსახურებს შორის ყველაზე აქტიურ და აგრესიულ საქმიანობას რუსეთის და ჩინეთის სამსახურები ახორციელებენ.

ამის შესახებ ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი.

BIS აღნიშნავს, რომ რუსთის და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობა ვრცელდება პოლიტიკაზე, დიპლომატიაზე, ეკონომიკასა და საინფორმაციო ომზე. რუსეთისთვის კი, დამახასიათებელია ასევე ოპერაციების არატრადიციული ხერხები, ე.წ. ჰიბრიდული, რომლებიც ნატოს წევრი-ქვეყნების, მათ შორის ჩეხეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვა ნატოსა და მის წევრებში საკუთარი უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს ხედავს და აპირებს “იმ პროცესების მანიპულირებას, რომლებიც მის თვითგანადგურებას გამოიწვევს”.

მოხსენებაში მაგალითის სახით მოყვანილია 2018 წლის დასაწყისის მოვლენები, როდესაც რუსეთის “ფსბ” ჩეხეთის ტერიტორიაზე ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აშენებას ცდილობდა, რომელიც უნდა გამოეყენებინათ საიდუმლო კიბეროპერაციებისთვის.

ოქტომბერში უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ კოუდელკამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გამოვლენილია რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც პრაღაში რუსეთის საელჩოს მეშვეობით მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები