შოთა დიღმელაშვილი: პლენარული სხდომის გადადების გამო ამაღამ პარლამენტის პიკეტირების აუცილებლობა არ დგას

მოძრაობა “სირცხვილიას“ წარმომადგენელის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით ამაღამ პარლამენტის პიკეტირების აუცილებლობა არ დგას.”პლენარული სხდომა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, შესაბამისად პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას. ახლა უნდა დავგეგმოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, აქციის ჯგუფების მეშვეობით ლოკალური აქტივობები გავაკეთოთ. არ დავაგდოთ დუღილის ტემპერატურა, რადგან არ შეიძლება, მშვიდად ვუყუროთ, როგორ იტაცებს ხელისუფლება სახელმწიფოს. ლოკალური აქტივობების გეგმებზე განცხადება დღეს გაკეთდება, 19:00 საათზე დავიწყებთ აქციას“, – განმარტა დიღმელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები