მამუკა მდინარაძე – სახელმწიფო არ დაუშვებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ხელი შეეშალოს
სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება მოხდეს და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ხელი შეეშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ პიკეტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ატყუებენ იმ ადამიანებსაც კი, ვინც გულწრფელად აპროტესტებს ფაქტს, რომელიც დადგა უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. აქედან გამომდინარე, მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და ის, რომ თუ კანონი დაირღვევა, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს კანონდარღვევას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია ხვალ პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.