გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტირებაზე: არამგონია ბოროტ დარღვევაზე წავიდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, აქცია და პიკეტირება ნორმალური გამოვლინებაა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ხელის შეშლა უკვე კანონს სცილდება.
“აქცია, პიკეტირება ეს ნორმალური გამოვლინებაა. შეიძლება მე, ან ვინმეს, მოქალაქეების დიდ ნაწილს არ მოსწონს, მაგრამ არის ხალხი, რომელსაც მიაჩნია რომ პროტესტი ასე უნდა გამოხატოს, ამაში არანორმალური არაფერია. თუკი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ხელს უშლის, რასაკვირველია, ეს უკვე კანონს სცილდება და ამ კანონის მუხლებიც ძალიან კარგად იციან. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ”,-განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიცია აცხადებს, რომ ხვალ მმართველ გუნდს ჯოჯოხეთს მოუწყობენ, გია ვოლსკი ამბობს, რომ “ჯოჯოხეთის მომწყობი მხოლოდ ეშმაკისეული ვიცი მე. ჯოჯოხეთის ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა, როდესაც ოპოზიციასთან ყველანაირი შეხება დავკარგეთ. ეს არ არის ახალი, არის დიდი ხნის გამონათქვამი, რომელიც შეიძლება ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს ახასიათებდეს”.