თეა წულუკიანი: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების ახალ სქემაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

ძალიან მალე პროცესის დამასრულებელ ფაზას უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეწყალების ახალ კრიტერიუმებზე მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სამინისტროდან ადმინისტრაციამ მოსაზრებები წერილობით უკვე მიიღო.

“ჩემთვის, როგორც ცნობილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შეწყალების ახალ სქემაზე, ძალიან მალე პროცესის დამასრულებელ ფაზას უნდა ველოდოთ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები