მამუკა მდინარაძე: მმართველი გუნდის დღევანდელმა განცხადებამ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში პანიკა და აგონია გამოიწვია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში პანიკა და აგონია გამოიწვია.

პოლიტიკოსის თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატების საპირწონედ მმართველი გუნდის წარმომადგენლის არდაყენებით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ საქართველოს პარლამენტში კონკრეტული პარტიების მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილი.

“დღეს ვნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პანიკაში და აგონიაში ჩააგდო იმ განცხადებამ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ,რომ იმ რაიონებში, იმ სამაჟორიტარო ოლქებში, სადაც იქნება ღირსეული და ამავე დროს რეიტინგული კანდიდატი და ეს არ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” და მისი რომელიმე ფრთის წარმომადგენელი, ჩვენ მას კონკურენტ კანდიდატს არ დავუყენებთ. ამით იქნება მეტად გარანტირებულად უზრუნველყოფილი ის, რომ კონკრეტულ ადგილებზე გვეყოლებიან კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში. ისინი ყველაფერს რა თქმა უნდა სპეკულაციად აფასებენ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები