დღეს დღის მეორე ნახევარში ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება. შესაბამისად, იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით.
ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე ფუნქციონირებს შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები