სარფის საბაჟოსთან 5-კილომეტრიანი საცობია (ფოტო)

სარფის საბაჟოსთან სატვირთო მანქანების 5-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა, წერს თურქული მედია.

მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების რიგი ხოფასა და ქემალფაშამდე გრძელდება.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, საბაჟოსთან მანქანების გრძელი რიგი, საქართველოს მხარეს პროცედურების შეფერხებამ გამოიწვია.

თურქი მებაჟეების ინფორმაციით, წელიწადის ამ დროს, 20 დეკემბრის ჩათვლით, შეფერხება ახალი წლისა და შობის მოახლოებას უკავშირდება, ასევე მიზეზად სახელდება ის, რომ ექსპორტიორებს თვის ბოლოს ვალდებულებების დაფარვა სურთ.

თურქეთის მთავრობა ქართველ მებაჟეებთან მუდმივ კონტაქტზეა და რიგების პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები