ზესტაფონში შშმ პირთა საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისების თემაზე, მრგვალი მაგიდა გაიმართა

განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე დაფუძნებული შეხვედრა გაიმართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში, მომხსენებლებმა საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ – სამარიტერ – ბუნდი ( ASB ) , მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან ( EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

შეხვედრას ზესტაფონის მერი – გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე, საგანმანათლებლი რესურს ცენტრისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები