ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ ბათუმშიც. საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ გადაადგილდებიან და მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ.
​საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები